[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

მართლმსაჯულება და დემოკრატია / პროექტები

ინკლუზიური და კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში

Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 33,520 GEL

ხანგრძლივობა: 2014 წელი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის ფინანსური მხარდაჭერით, 1-ლი ივნისიდან, ახალ პროექტს – „ინკლუზიური და კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა საქართველოში“ – ახორციელებს.

პროექტის მიზანია კონსენსუსზე ორიენტირებული კონსტიტუციური რეფორმის პროცესის ხელშეწყობა, რაც შემდეგი ორი ამოცანის განხორციელებას გულისხმობს:

  • საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა;
  • საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კომისიის გარეთ დარჩენილი სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების ჩართვა;

ვინაიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული ინტერესთა ჯგუფები ვერ მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სპეციალისტსა თუ დაინტერესებულ პირს, პროექტის გუნდს მიაჩნია, რომ მხოლოდ ღია სხდომები ან სხდომის ოქმების გამოქვეყნება არ არის საკმარისი კონტიტუციური რეფორმის გამჭვირვალობისთვის.

ამ პრობლემების გადასაჭრელად პროექტის გუნდი განახორციელებს რამდენიმე სახის აქტივობებს:

1.1 კონსტიტუციური რეფორმის საკითხებზე სოციალური ქსელით ინფორმირება და დისკუსიის წახალისება

პროექტის გუნდი სოციალურ ქსელ Facebook-ში დაარეგისტრირებს Page-ს ,,2012-2014 წლების კონტიტუციური რეფორმა’’. რეფორმის გვერდს ექნება ორი ფუნქცია ერთი - საზოგადოების ინფორმირება იმ პროცესების შესახებ, რომელიც საკონტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს და მეორე - დაინტერესებული პირებისთვის საკუთარი აზრის დაფიქსირების ფორუმის უზურნველყოფა.

1.2 საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

პროექტის გუნდის წარმომადგენელი დაესწრება კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების ყველა შეხვედრას. გაკეთდება ყველა სხდომის აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერი, რის საფუძველზეც მომზადდება მცირე, 1-2 გვერდიანი ანალიტიკური ნაშრომები, სხდომის მოკლე აღწერას სადაც იქნება ინფორმაცია სხდომაზე განხილული საკითხებისა და ძირითადი პოზიციების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი რომელსაც გამოაქვეყნებს EMC-ს ვებ გვერდის მეშვეობით და დაშეარდება ფბ გერდზე, ასევე დაეგზავნება ყველა მედია საშუალებას.

1.3 ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე

საქართველოს მედია სივრცეში არსებობს ჟურნალისტების სპეციალიზაციის პრობლემა. შეზღუდული ადამიანური რესურსების გამო მედია საშუალებებს არ შეუძლიათ იყოლიონ მხოლოდ ერთ საკითხზე ფოკუსირებული ჟურნალისტი. ეს საკითხი დგას კონსტიტუციური რეფორმის გაშუქების დროსაც. ამის საპირისპიროდ მნიშნველოვანია მედიამ პროფესიონალურად გააშუქოს აღნიშნული საკითხი რადგან საზოგადოებას შეექმნას ადეკვატური წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე. ამ თვალსაზრისით მნიშნველოვანია მოხდეს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციური სამართლის საბაზისო საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში ტრეინინგი ჩაუტარდება 20 ჟურნალისტს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საკონსტიტუციო კომისიის ინტელექტუალურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:

2.1 სპეციალისტთა შეხედულებების მომზადება – პროექტის გუნდი გამოაქვეყნებს სპეციალისტთა შეხედულებებს ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დგას საკონსტიტუციო კომისიაშია, ან სასურველია, რომ იდგეს.

2.2 საკონსტიტუციო კომისიის არაწევრი იურისტების კონსტიტუციური რეფორმის პროცესში მონაწილეობის მხარდაჭერა – პროექტის გუნდი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ სპეციალისტთა ჯგუფს, რომელიც ჩართულია კონსტიტუციურ რეფორმაში. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მომუშავე კონსტიტუციური სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტები.

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2014 - დეკემბერი 2014;

პროექტის ბიუჯეტი: 33,520 ლარი.

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“