[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინა ფრუიძემ ინიციატივით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების თაობაზე. ინიცირებული კანონპროექტი სრულიად ეხმიანება დღეს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულების შესახებ. კანონპროექტი მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის სისტემურ ცვლილებებს, ნარკოტიკის მოხმარების პრობლემის გადატანას კრიმინალის სფეროდან ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების სფეროში და ნარკოტიკის მომხმარებლისთვის ადეკვატური სერვისების სისტემის შექმნას.

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა „ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს პროცესი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პლატფორმას და მის წარმომადგენლებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ, სამუშაო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად წარმომადგენლობითი, კონსტრუქციული და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც განეხილათ კანონპროექტი, რათა მიღწეულიყო კონსენსუსი კანონპროექტით გათვალისწინებულ პრინციპულ საკითხებზე.

სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი და ნათელი ხედვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, რა ინტენსივობით უნდა შეიცავდეს ის რეპრესიულ და სადამსჯელო მექანიზმებს და როგორი დახმარების სერვისებს უნდა სთავაზობდეს ნარკოტიკის მომხმარებლებს. დაგეგმილი რეფორმის პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ის გარემოება, რომ წარდგენილ კანონპროექტზე მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა ცალსახად უარყოფითი დასკვნა (საქართველოს იუსტიციის, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების პოზიციები),[1] სადაც ტექნიკური ტიპის შენიშვნებთან ერთად (რომლებზე სამუშაოდაც პლატფორმა სრულ მზადყოფნას აცხადებს ნებისმიერ ფორმატში), გამოთქმულია კრიტიკა კანონპროექტის ფუნდამენტურ მიმართულებებზე, კერძოდ:

  • ნარკოტიკის მოხმარების/მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაცია;
  • ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრა, რა დროსაც მცირე ოდენობად ჩაითვლება ნარკოტიკის საშუალო მომხმარებლისთვის საჭირო დღიური დოზა;
  • სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული დანაშაულებისთვის განსაზღვრული სანქციების შემსუბუქება;
  • ნარკოტიკის მოხმარების ახლებური, უფრო კონკრეტული და ზუსტი დეფინიციის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც წარსულში მოხმარების გამო, თუკი პირი არ იმყოფება ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მის მიმართ აღარ იქნება სანქციების გამოყენება შესაძლებელი.

ჩამოთვლილ საკითხებზე პლატფორმას პრინციპული პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში რეფორმას გამოეცლება შინაარსი და დაშორდება ძირითად არსს - სახელმწიფოს მხარდაჭერა და ზრუნვა მიმართული ყველა ტიპის, განსაკუთრებით კი მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებისკენ. ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაციის მცდელობა და სასჯელებისა და სერვისების ამ გზით დიფერენცირება სათავეშივე აცდენილი იქნება რეფორმის ძირითად სულისკვეთებას და რეალურ საჭიროებებს.

პლატფორმა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ დრომდე არსებულ თანამშრომლობის რეჟიმს საქართველოს პარლამენტთან და კონკრეტულ უწყებებთან. ამავდროულად, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის, საპატიმრო დაწესებულებებსა და მის გარეთ ათასობით მხარდამჭერის ყოველდღიური მოლოდინის ფონზე, საჭიროდ ვთვლით, მივმართოთ საქართველოს მთავრობას, რომ საჯაროდ წარუდგინოს საზოგადოებას კონკრეტული ხედვა, რა მიმართულებით და მასშტაბით გეგმავს ნარკოპოლიტიკის რეფორმას ქვეყანაში.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი პოლიტიკური დაპირების პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებამდე. ეს მნიშვნელოვანია იმ უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც მრავალი წელია ნარკოტიკების მომხმარებელთა თემს და აქტივისტებს გააჩნიათ სხვადასხვა ხელისუფლებასთან ურთიერთობისას, რა დროსაც არაერთი წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, არ შეცვლილა რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადებში, იმუშაოს ყველა შესაბამის უწყებასთან კანონპროექტის დახვეწის და კონსენსუსის მიღწევის მიზნით. ასევე, პლატფორმა მოუწოდებს:

  • ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს - მოიწვიოს სხდომა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და მოგვცეს შესაბამის ორგანოებთან შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა;
  • საქართველოს მთავრობას - ნათლად დააფიქსიროს მზადყოფნა ნარკოპოლიტიკის სფეროში კომპლექსური რეფორმის გატარების თაობაზე და ხელი შეუწყოს ინიცირებული კანონპროექტის დროულ და ქმედით საპარლამენტო განხილვებს.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მთავრობის დასკვნა იხ. მისამართზე: https://drive.google.com/file/d/0B45RlLun478TakJqN29kLWgyUVk/view?usp=sharing

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“