[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მიესალმება ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" ეხმაურება პარლამენტის წევრების მიერ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და გამოხატავს მხარდაჭერას ამ პროცესის მიმართ. პლატფორმა დადებითად აფასებს კანონპროექტზე მუშაობის წინარე პროცესს, რომელიც წარიმართა პლატფორმისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების, აგრეთვე პარლამენტის სხვა წევრების აქტიური თანამონაწილეობით.

თანამშრომლობის ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა შექმნილიყო კანონპროექტი, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელიც არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. კანონპროექტი ეხმიანება სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერების საჭიროებას, ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დანერგვის საკითხს, ასევე აქცენტს აკეთებს უფლებების შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევაზე. პლატფორმის შეფასებით, რეფორმის მიმართ სწორედ ასეთი დაბალანსებული და გონივრული მიდგომა უნდა გახდეს პარლამენტსა და საზოგადოებაში კანონპროექტის მხარდაჭერის საფუძველი.

„ნულოვანი ტოლერანტობის“ პირობებში წარმოებული ნარკოპოლიტიკა სრულად ორიენტირდებოდა ადამიანების დასჯასა და იზოლაციაზე, რამაც საბოლოო ჯამში უკიდურესად დააზიანა ათეულ-ათასობით მოქალაქის და მათი ოჯახის წევრის სოციალურ-ეკონომიკური პირობები და დაამძიმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნარკოპოლიტიკა აქცია ადამიანებთან ბრძოლის და ტოტალური საპოლიციო კონტროლის ინსტრუმენტად. აღნიშნული პოლიტიკა განსხვავებული ინტენსივობით, თუმცა დღესაც მოქმედებს და კვლავაც არაერთ მსხვერპლს ქმნის დემურ სტურუას, ლევან აბზიანიძის და სხვათა სახით. ჯერ კიდევ ათასობით პატიმარი სრულიად უსამართლო და არაპროპორციულ სასჯელს იხდის პირადი მოხმარების მიზნით უმცირესი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის გამო. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოლოდინში არიან.

გათვალისწინებელია, რომ მრავალწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად ქვეყანაში პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია, „ნარკო სცენაზე“ კი მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც უფრო მაღალი რისკებით ხასიათდება, ასევე არაეფექტურია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის სერვისები. ეს კი მიანიშნებს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკა მიზანს ვერ აღწევს და შესაცვლელია.

ამ ვითარებაში ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მხრიდან იქნება ჰუმანური აქტი და ნაბიჯი სამართლიანი საკანონმდებლო გარემოს შესაქმნელად ქვყანაში. პლატფორმა იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი სრულყოფილი სახით იქნება გაზიარებული პარლამენტის მხრიდან და მიღების პროცესში არ მოხდება მისი რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაზე უარის თქმა. პლატფორმა გამოთქვამს მზადყოფნას გააგძრელოს ამ პროცესის მხარაჭერა და მუშაობა არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებისთვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“