[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

შრომის უფლება / ვიდეო / რეპორტაჟი

დედა ნახევარ განაკვეთზე

ავტორი: ბასტი მგალობლიშვილი

ჩავარდნილი იატაკი, მღრღნელების ბუდე, ჩამოშლილი ჭერი, ნახევარი საუკუნის ტექნიკა და ანტისანიტარია - ასეთ პირობებში მუშაობს ჭიათურის სახალხო საბაგირო გზის მემანქანე ნათია პაპიძე. მარტოხელა დედაა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, 2 წლის შვილის გაზრდაში თანამშრომლები ეხმარებიან. ამბობს, რომ ადმინისტრაცია ფეხმძიმობის პერიოდშიც გულგრილი იყო მის მიმართ და ახლაც. სთავაზობდნენ ძიძა აიყვანეო, მაგრამ თავისი ხელფასის ნახევარზე მეტს ძიძას ვერ გადაუხდის, რადგან თვეში 350 ლარი ისედაც არ ჰყოფნის. საბაგიროს თანამშრომლების თქმით, საბაგირო გზა იმდენად მოძველებულია, რომ მგზავრთა სიცოცხლისთვისაც საშიშია.

ნათიას სამუშაო ადგილიდან დაჟანგული სამგზავრო კაბინით ჭიათურის კიდევ უფრო მაღალ წერტილში გადავინაცვლეთ, სადაც სიგნალისტი მარიზი ცუცქირიძე მორიგეობს. ნათიას შვილს სწორედ მის სამუშაო ოთახში სძინავს. მარიზი ამბობს, რომ თვითონაც მარტომ გაზარდა სამი შვილი და კარგად ესმის, როგორ უჭირს ნათიას. მარიზის ოჯახი მხოლოდ მის მცირე ანაზღაურებაზეა დამოკიდებული, აქვს ბანკის ვალი და ჯანმრთელობის პრობლემები, მთავარი შეღავათი კი, რაც კომპანიამ შესთავაზა, უპროცენტო სესხი იყო.

——————————————————————————————

ვიდეო მომზადებულია EMC–ისა და „ასოციაცია მწვანე ალტერნატივას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით“

ავტორის მიერ ტექსტში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC–ის, „მწვანე ალტერნატივასა“და„ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს“ პოზიციას

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“