[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

რელიგიის თავისუფლება / ინფოგრაფიკა

რა უჯდება ბიუჯეტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შენახვა?

EMC განაგრძობს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ საქმიანობის შესწავლას როგორც რელიგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე ზოგადი საჯარო მმართველობის განხორციელების კუთხით.

EMC-მა 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა განცხადება, სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“თანამშრომლებზე არამიზნობრივი დანამატებისა და პრემიების გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით. შემგომი პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ სააგენტო დანამატებისა და პრემიების გაცემის პრაქტიკას კვლავ აგრძელებს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა 5 330 000 ლარია, საიდანაც თანხის დიდი წილი ოთხი რელიგიური თემის (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომ­ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებები) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზეა მიმართული. სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 550 000 ლარი კი, უშუალოდ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სააგენტოში განსაზღვრულია 21 საშტატო ერთეული. საკვლევ პერიოდში კი, პრემიები და დანამატები 19-20 თანამშრომელზე გადანაწილდა. განსაზღვრული 21 საშტატო პოზიციების გარდა, სააგენტოში შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულია 6 პირი. მათზე ანაზღაურებისა და პრემიის სახით 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 47846.3 ლარი გაიცა.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ  სააგენტოს თანამშრომლების ძირითადი ნაწილი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ყოველთვიურად იღებს დანამატებს, ხოლო პრემიის გაცემა მხოლოდ დღესასწაულებზე ხდება  (ახალი წელი და აღდგომა).

მაგალითად, 2017 წლის აპრილში სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს“ თავჯდომარემ თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში 7 865 ლარი მიიღო, რაც აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის[1] , საქართველოს პრეზიდენტის[2], საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის[3] ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.

აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდის მსგავსად სააგენტოს თანამშრომლები სახელფასო დანამატს  ყოველთვიურად იღებენ, მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე  დანამატების გაცემის აუცილებლობაზე და შესაძლოა უთითებდეს, სააგენტოს მხრიდან დანამატების სისტემის საკანონმდებლო დაურეგულირებლობით არაკეთილსინდისიერად სარგებლობაზე.

EMC წინა საკვლევი პერიოდის მსგავსად კვლავ მოუწოდებს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა“ და  საქართველოს მთავრობას, როგორც სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, გადახედონ სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პოლიტიკას და თანამშრომლებზე  დანამატების გაცემა განახორციელოს  მიზნობრიობისა და  აუცილებლობის  მკაცრი კონტროლის პირობებში.

ამავე თემაზე: პრემიები და დანამატები რელიგიის სააგენტშო 2014 - 2016 წლები. 

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს 4 250 ლარი შეადგენს (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/94168)
[2] საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას 6 900 ლარი წარმოადგენს (იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/29146 )
[3] საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას 7000 ლარი წარმოადგენს   https://matsne.gov.ge/ka/document/view/886, https://matsne.gov.ge/ka/document/view/22228 ;

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“