Library Thumbnail Image

ავტორი: ორგანიზაცია "იდენტობა"

გვერდების რაოდენობა: 45

გამოცემის წელი: 2013

ნახვა

გადმოწერა

მსმ_პატიმრების_საჭიროებების_კვლევა_აის-ის_პრევენციასთან_მიმართებით.pdf

2013 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ ჩაატარა კვლევა “საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსმ პატიმრების საჭიროებების კვლევა აივ-ის პრევენციასთან მიმართებით.”

კვლევა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმრების არაფორმალური სეგრეგაციისა და მსმ (კაცები, რომლებსაც გააჩნიათ სექსუალური პრაქტიკა კაცებთან) ჯგუფის წარმომადგენლების სტიგმატიზაციის პრაქტიკას აჩვენებს. ე.წ. „საქათმეში“ მყოფი მსმ პატიმრების მიმართ გამოიყენება არაფორმალური ტაბუები სხვა პატიმრების მხრიდან, რაც მათ დამცირებას, ღირსების აბსოლუტურ შელახვას იწვევს. უსაფრთხო სექსუალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობების (ჰიგიენური საშუალებების დეფიციტი, შესაბამისი ცოდნის არქონა, თვითსტიგმატიზაცია) არარსებობის გამო, ამ ჯგუფში ასევე მაღალია ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) გავრცელების რისკი. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აღნიშნული ჯგუფი მუდმივი სტრესისა და შიშის პირობებში ცხოვრებს და ხშირ შემთხვევაში მოკლებულია სოლიდარობას საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან.

კვლევის თანახმად, ცხოვრების უკიდურესად მძიმე პირობების გამო, მსმ ჯგუფი თვითვიქტიმიზაციას განიცდის და ამჟღავნებს მიდრეკილებას თვითდესტრუქციული ქცევისაკენ, რაც საკუთარი თავისათვის დაზიანების მიყენებაში, აგრესიაში, უნდობლობაში, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის საჭირო მოტივაციის არ ქონაში გამოიხატება. კვლევის შედეგები მსმ ჯგუფის საგანგაშო უფლებრივ მდგომარეობას აჩვენებს და სახელმწიფოს მხრიდან დროულ და ეფექტურ ჩარევას ითხოვს.

„ჩვენი აზრით, სარისკო ქცევის მატარებელ მსმ-ების ჯგუფში კიდევ უფრო მოწყვლადი და, შესაბამისად, ყურადღება მისაქცევი ქვეჯგუფია მსმ პატიმრები. სწორედ მათი საჭიროებების გამოვლენა დავისახეთ მიზნად, რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს მათ მიმართ აივ-ის გავრცელების პრევენცია და მკურნალობა მომავალში. აღნიშნული კი საქართველოში აივ ინფექციის ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას ხელს შეუწყობს,“ - აღნიშნულია კვლევაში.

ნახვა

გადმოწერა

მსმ_პატიმრების_საჭიროებების_კვლევა_აის-ის_პრევენციასთან_მიმართებით.pdf