[Skip to Content]
ENG

სიახლეების გამოწერა

ბრეიქინგ ნიუსის სათაური

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

რატომ ვიყენებთ მას?

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით.

 

საიდან მოდის ეს ტექსტი?

გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.

სამართალდამცავი სისტემა / კვლევა

test კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, არ გაამკაცროს სანქციები ადმინისტრაციულ გადაცდომებზე

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: კოკა კიღურაძე

ავტორები:  ვატო ჯორკოშილი

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უარყოფითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ  საკანონმდებლო პაკეტს [1], რომლითაც ცვლილებების შეტანა იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ინიცირებული პროექტის თანახმად, საგრძნობლად იზრდება ჯარიმების ოდენობა  წვრილმანი ხულიგნობის  შემთხვევაში -100 ლარიდან, 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის – 250-2000 ლარიდან – 1000-დან 4000 ლარამდე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანს მოსახლეობაში კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის და კანონმორჩილების მიღწევა მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრების და რეპრესიის გაძლიერების გზით თავშივე არასწორ მიდგომაა და ხანგრძლივ პერსპექტივაშიც არაეფექტურია. კანონდარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია არა სასჯელის გამკაცრება, არამედ კანონის ერთგვაროვანი და სამართლიანი აღსრულება ყველა შეთხვევაში.

იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სათანადო საპროცესო გარანტიებს, სანქციების გამკაცრებით, კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

დღეისათვის მოქმედი სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნებს და ხშირად, გამოიყენება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების არამართლზომიერად შეზღუდვისათვის. როგორც წესი, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა დაკავება სწორედ ამ მუხლების გამოყენებით ხდება. პირები, რომლებსაც ,,ბრალი ედებათ” ისეთ გადაცდომებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, ან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ვერ სარგებლობენ მინიმალური საპროცესო გარანტიებით. სასამართლო არ აკონტროლებს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას, არ მოქმედებს გონივრულ ეჭვს მიღმა გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი. ამდენად, ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ხდება. საქმის განხილვის და სანქციის გამოყენების შემჭიდროებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფს ეფექტური წარმომადგენლობის განხორციელებას  (საქმის განხილვა ხშირ შემთხვევაში 10-15 წუთს გრძელდება).

პროცედურული გარანტიების არარსებობაზე და რეფორმის გატარების აუცილებლობაზე  თავად ხელისუფლებაც საუბრობს. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლის 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შექმნა სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელმაც 2016 წელს მუშაობა დაასრულა და შეიმუშავა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი. თუმცა, პროექტის ინიცირება პარლამენტში ამ დრომდე არ მომხდარა.

ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთადერთი სწორი ცვლილება, მისი სისტემური გადასინჯვაა. შესაბამისად, კოდექსის  არსებული ფორმით შენარჩუნება ახანგრძლივებს  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ამ პირობებში კი ჯარიმების საგრძნობი ზრდა იქონიებს მსუსხავ ეფექტს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაუბრკოლებელ რეალიზებაზე.

შესაბამისად, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს

არ დაუჭიროს მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონის პროექტს და არ გაამკაცროს სანქციები ადმინისტარციულ გადაცდომებზე;

საქართველოს მთავრობას

დროულად მოახდინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“