[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

თამთა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და  საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების,  სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს.  როგორც პროგრამის დირექტორი, მისი უშუალო ვალდებულებაა  პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2015-დღემდე: ასოცირებული პროფესორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2009: მრჩეველი - ეროვნული უშიშროების საბჭოში;

2005-2009: მრჩევლი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

თამთა არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც შეკრების და რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება. 

განათლება

2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
ლიკა ჯალაღანია

ლიკა ჯალაღანია

პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

ლიკა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის ივნისიდან გახდა. ის თანასწორობის პროგრამის ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია. მისი საქმიანობის ჩამონათვალშია: ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ადვოკატირების განხორციელება; საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობის ცვლილების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და ლგბტქი ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; საერთაშორისო ადვოკატირების განხორციელება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის მეშვეობით.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ადვოკატირების კოორდინატორი და მკვლევარი - USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში „გენდერული დისრკიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში“;

2013 – 2015: იურისტ-მკვლევარი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხებზე - არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ლიკა ასევე, ლგბტქი საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
ეთო გვრიტიშვილი

ეთო გვრიტიშვილი

იურისტი/მკვლევარი

ეთო EMC-ის გუნდის წევრი  2015 წლის ივლისიდან გახდა. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს სტრატეგიული საქმეების წარმოება საერთო სასამართლოებში მნიშვნელოვანი პრეცედენტების შექმნის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფის(არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტი ადამიანების) უფლებების დაცვას, თანასწორ განვითარებას და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების სამართლებრივ აღიარებას და განმტკიცებას. ის, ასევე მუშაობს კვლევების, ანგარიშებისა და სხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაზე.

პროფესიული გამოცდილება

2015: იურისტი - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში;

2013-2015: იურისტი - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;

2013 წლამდე სამართლის მიმართულებით სტაჟირება გაიარა კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

განათლება

2014-2016: საჯარო სამართალი (მაგისტრატურა)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2010-2014: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრიატი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
მარიამ ბეგაძე

მარიამ ბეგაძე

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

მარიამი EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის იანვრიდან გახდა. EMC-ში მის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სტრატეგიული საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ასევე, სხვა რელევანტური საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების, სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის მექანიზმის წინაშე. ორგანიზაციაში მარიამის საქმიანობა ასევე მოიცავს კველვითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2015: უფროსი სპეციალისტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტში - სახალხო დამცველის აპარატი;

2013-2014: თარჯიმანი - ეუთოს (ODIHR) სასამართლო პროცესის მონიტორინგის პროექტი

მარიამი აგრეთვე სტაჟირების პროგრამების ფარგლებში მუშაობდა ბუდაპეშტში დაფუძნებულ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში (HCLU) ადამიანის უფლებების იურისტის პოზიციაზე. 

განათლება

2014-2015: ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

2012-2013: იურიდიული ფაკულტეტი - ვილნიუსის უნივერსიტეტი;

2010-2014: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ქეთი ჩუთლაშვილი

ქეთი ჩუთლაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

ქეთი EMC-ის გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. ის ძირითადად არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით  უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადებას, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.

პროფესიული გამოცდილება

2014-2016: სპეციალისტი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

აგრეთვე, სტაჟირების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა.

განათლება

2013-2017: იურიდიული ფაკულტეტი (სისხლის სამართლის მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“
  • სათაურებზე გადასვლის მიზნით გამოიყენება ღილაკი „h“, ხოლო „shift+h“ ასევე უკან დასაბრუნებლად
  • ტექსტის შეყვანის ველებში ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „e“
  • სიითი ტიპის გვერდებზე ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „l“
  • ღილაკი “b” ღილაკებს შორის ნავიგაციას ემსახურება
  • „l“ გამოიყენება ბმულებს შორის ნავიგაციისთვის