[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

მარიამ ბეგაძე

მარიამ ბეგაძე

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

მარიამი EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის იანვრიდან გახდა. EMC-ში მის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სტრატეგიული საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ასევე, სხვა რელევანტური საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების, სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის მექანიზმის წინაშე. ორგანიზაციაში მარიამის საქმიანობა ასევე მოიცავს კველვითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2015: უფროსი სპეციალისტი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტში - სახალხო დამცველის აპარატი;

2013-2014: თარჯიმანი - ეუთოს (ODIHR) სასამართლო პროცესის მონიტორინგის პროექტი

მარიამი აგრეთვე სტაჟირების პროგრამების ფარგლებში მუშაობდა ბუდაპეშტში დაფუძნებულ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში (HCLU) ადამიანის უფლებების იურისტის პოზიციაზე. 

განათლება

2014-2015: ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

2012-2013: იურიდიული ფაკულტეტი - ვილნიუსის უნივერსიტეტი;

2010-2014: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ქეთი ჩუთლაშვილი

ქეთი ჩუთლაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

ქეთი EMC-ის გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. ის ძირითადად არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით  უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადებას, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.

პროფესიული გამოცდილება

2014-2016: სპეციალისტი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

აგრეთვე, სტაჟირების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა.

განათლება

2013-2017: იურიდიული ფაკულტეტი (სისხლის სამართლის მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
თამუნა ქებურია

თამუნა ქებურია

პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

თამუნა EMC-ის გუნდის წევრი 2015  წლის ივნისიდან გახდა.  ორგანიზაციაში მისი მთავარი ფუნქციაა  სოციალური სამართლიანობის, შრომის, ინდუსტრიული პოლიტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ასევე ანალიტიკური სტატიებისა და ბლოგების მომზადება. მისი საქმიანობა აგრეთვე მოიცავს EMC-ის საჯარო დისკუსიებისა და ფორუმების კონცეფციაზე მუშაობასა და ორგანიზებას. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას და მათთან მუდმივ საველე მუშაობას. ის,  ასევე პასუხისმგებელია აქტივისტურ ჯგუფებთან და ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულ მკვლევრებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობის წარმართვაზე. მის ფუნქციებში ასევე შედის, პროქტების მართვა და კოორდინაცია.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ასისტენტ მკვლევარი პროექტში „კვლევები შიდა-ეთნიკურ ურთიერთობებსა და შიდა ჯგუფურ თანამშრომლობაზე";

2012-2014: ლოჯისტიკისა და სტრატეგიული მენეჯერი კერძო სექტორის კომპანიებში;

2011-2016: ამ პერიოდში, ის აგრეთვე  მუშაობდა საგანმანათებლო-საუნივერსიტეტო პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებდა ტექსტების თარგმნას,  სამაგიდო კვლევითი დავალებების შესრულებას,  კითხვარების დამუშავებაში მონაწილეობის მიღებას თუ შეგროვილი მონაცემების ანალიზს.

განათლება

2016-დღემდე: ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტი - ილიას უნივერსიტეტი;

2014-2015: სოციოლოგიის მაგისტრი - ილიას უნივერსიტეტი;

2013-2014: ეკონომიკის მაგისტრანტი - ISET-ის ეკონომიკური სკოლა;

2009-2012: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი -ილიას უნივერსიტეტი;

2007-2009: მენეჯმენტი და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა - ამერიკულ-ჰუმანიტარული  უნივერსიტეტი.

მეტი
მაია  ბარქაია

მაია ბარქაია

უფროსი მკვლევარი

მაია EMC-ის  მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს. 2016 წლის აგვისტოდან ორგანიზაციას შემოუერთდა როგორც მკვლევარი და პროექტების კოორდინატორი. მისი მთავარი ამოცანაა კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა, წარმოება და სამეცნიერო ხელმძღვანელობა. მაიას საქმიანობაში ასევე შედის მიმდინარე მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება სტატიებისა და ბლოგების სახით, EMC-ის საჯარო დისკუსიებისა და ფორუმების კონცეფციის მომზადება და  ორგანიზება, სხვადასხვა ნიშნით ჩაგრულ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების გამართვა, ასევე აქტივისტურ ჯგუფებთან და EMC-ის საქმიანობაში ჩართულ მკვლევრებთან კომუნიკაცია. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს  პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.


პროფესიული გამოცდილება

2015-დღემდე: მოწვეული ლექტორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2016: მოწვეული მკვლევარი - ლედი მარგარეტ ჰოლი, ოქსფორდის უნივერსიტეტი;

 
2015: პროექტის კოორდინატორი, სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმა - ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

2012-2014: მკვლევარი, ASCN-ის კვლევის პროექტი - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი;

2012: უმცროსი მკვლევარი - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

ის აგრეთვე მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი მკლევარი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში.

განათლება

2010-2015: დოქტორი, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა გენდერის კვლევებში - სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2008-2010: ინდოეთის უახლესი ისტორია (მაგისტრი)-ჯავაჰარლალ ნეჰრუს უნივერსიტეტი;

2003-2008: აღმოსავლეთმცოდნე ბაკალავრი  (ინდოეთის ისტორია და ჰინდის ენა)-პრაქტიკული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.

მეტი
სალომე ლაცაბიძე

სალომე ლაცაბიძე

მულტიმედია მენეჯერი

სალომე  EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის აგვისტოდან გახდა. მისი საქმიანობა მოიცავს EMC-ის სამუშაო თემებზე მულტიმედია პროდუქტების შექმნას, ორგანიზაციის ანგარიშების, კვლევებისა და სხვა ანალიტიკური მასალის გრაფიკულ დიზაინს და ვიზუალიზაციას. აგრეთვე, ანალიტიკური ვიდეოების, ინფოგრაფიკების და სხვა პროდუქტების მომზადებას. სალომე ასევე ჩართულია ორგანიზაციის კამპანიების დაგეგმვის პროცესში.

პროფესიული გამოცდილება

2016: დოკუმენტური ფილმის რეჟისორის ასისტენტი;

2015: კომუნიკაციების მენეჯერი - თბილისის მეორე ტრიენალე.

განათლება

2017-დღემდე: რეჟისურა -კავკასიის ახალი კინო სკოლა;

2013-2014: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA);

2005-2009: სამართლმცოდნეობა (ბაკალავრი) -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“
  • სათაურებზე გადასვლის მიზნით გამოიყენება ღილაკი „h“, ხოლო „shift+h“ ასევე უკან დასაბრუნებლად
  • ტექსტის შეყვანის ველებში ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „e“
  • სიითი ტიპის გვერდებზე ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „l“
  • ღილაკი “b” ღილაკებს შორის ნავიგაციას ემსახურება
  • „l“ გამოიყენება ბმულებს შორის ნავიგაციისთვის