[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

ნუცა ქაშაკაშვილი

ნუცა ქაშაკაშვილი

იურისტი/მკვლევარი

ნუცა EMC-ის გუნდის წევრი 2017 წლის აპრილიდან გახდა. EMC-ში მისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი სფეროა სოციალური უფლებები, მათ შორის, შრომის, სათანადო საცხოვრებლის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ნუცას კვლევითი მუშაობა გულისხმობს სოციალური უფლებების ფარგლებზე, და  მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევების, ანგარიშებისა და სხვა ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადებას. ამ მიზნით, მისი  საქმიანობა მოიცავს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების, ხელშეკრულებების, საერთაშორისო მექანიზმების მიერ დადგენილი სტანდარტების, ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ეროვნული კანონმდებლობის/პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს.

პროფესიული გამოცდილება

2017-დღემდე: მოწვეული ლექტორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2016: მოწვეული სპეციალისტი - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია - საქართველოს პარლამენტი.

განათლება

2015-დღემდე: დოქტორანტურა სამართალ მცოდნე (საკონსტიტუციო სამართლის  სპეციალიზაცია) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2016: სადოქტორო კვლევა (საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიზაცია) -ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია);

2013-2015: სამართალმცოდნე, საჯარო სამართლის პროგრამა (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნე (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ლელა გვიშიანი

ლელა გვიშიანი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

ლელა EMC-ში 2014 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკის პროგრამის სამუშაო თემებზე სტრატეგიული საქმეების მომზადება და წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წინაშე, რაც მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სოციალური უფლებების სტანდარტების დამკვირდების/განმტკიცების ხელშეწყობას. ლელას საქმიანობაში ასევე შედის, ანალიტიკური დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადება სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ.  

პროფესიული გამოცდილება

2013: სტაჟირების პროგრამა - თბილისის სააპელაციო სასამართლო;

2012: იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი და ადვოკატის თანაშემწე- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის.

განათლება

2015-2017: კერძო სამართალი (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

მეტი
გურამ იმნაძე

გურამ იმნაძე

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

გურამი 2013 წლიდან EMC-ში მუშაობს. მისი საქმიანობა მოიცავს ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტიკის, ნარკოპოლიტიკის, უსაფრთხოების სექტორისა და სამართალდამცავი უწყებების ინსტიტუციური მოწყობის  და საქმიანობის შესწავლას. აგრეთვე, ჩართულია კვლევით საქმიანობაში და  ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში.  პოლიტიკის ცვლილების მიზნით ადვოკატირების  და საზოგადოებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის პროცესებში მონაწილეობს და ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას საკონსტიტუციო სასამართლოში. გურამი, ასევე  უზრუნველყოფს შესაბამის სფეროებში მიმდინარე პროექტების კოორდინირებას.

პროფესიული გამოცდილება

2016-2017: პროექტის დირექტორი “ნარკოპოლიტიკის კვლევა საქართველოში “ – Human Rights Watch;

2013–2015: იურისტი/მკველვარი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

განათლება 

2016: ადამიანის უფლებები (მოკლე სამაგისტრო პროგრამა) - ოსლოს უნივერსიტეტი;

2011-2013: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
მარიამ მხატვარი

მარიამ მხატვარი

იურისტი/მკვლევარი

მარიამი EMC-ში  2016 წლის მარტიდან მუშაობს. მისი მთავარი საქმიანობაა სასამართლო სისტემის მონიტორინგი და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება. მისი საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს უსაფრთხოების სექტორისა და სამართალმდაცავი ორგანოების მუშაობის, მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ორგანიზაციული მოწყობის საკითხების კვლევას. მარიამი მონაწილეობს ანგარიშების/კვლევების მომზადებაში, კვლევისას გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით საკანონმდებლო ცვლილებების და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაში. გარდა ამისა, მარიამი აწარმოებს სტრატეგიულ საქმეებს საერთო სასამართლოებში.

პროფესიული გამოცდილება

2014-2016: მოწვეული სპეციალისტი - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია - საქართველოს პარლამენტი;

2012-2013: სასამართლო პრაქტიკის მკვლევარი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

2011-2012: პროგრამის ასისტენტი - ევროპის ფონდი.

განათლება

2014-2016: საჯარო სამართალი (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართლმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

მეტი
ანი ნასრაშვილი

ანი ნასრაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

ანი EMC-ის გუნდს 2016 წლის აპრილიდან შემოუერთდა. მისი მთავარი საქმიანობაა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების წარმოება და საადვოკატო დახმარების გაწევა დაზარალებულების, ბრალდებულებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებისთვის. ანის საქმიანობის სფეროები მოიცავს პოლიციის მიერ უფლებამოსილების/ძალის გადამეტების შედეგად, ასევე, მოქმედი ნარკოპოლიტიკისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შედეგად დაზარალებული პირების სამართლებრივ დახმარებას. იგი ამავდროულად დაკავებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში კვლევითი საქმიანობით.  ამ მიზნით ამზადებს მონიტორინგის ანგარიშებს, პოლიტიკის დოკუმენტებს და ჩართულია საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების პროცესში.

პროფესიული გამოცდილება 

2013-2014: იურისტი - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია;

2012-2013: სასამართლოს მონიტორი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

ის აგრეთვე  გერმანიაში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა კელნის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის პოზიციაზე.

განათლება

2014-2016: კრიმინოლოგიის და საერთაშორისო სისხლის სამართალი (მაგისტრატურა) - კელნის უნივერსიტეტი (გერმანია);

2009-2013: სამართლმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
თამარ გვასალია

თამარ გვასალია

იურისტი/მკვლევარი

თამარი EMC-ში 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი საქმიანობა უკავშირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე კვლევების და ანგარიშების მომზადებას, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების და რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. თამარი ასევე მონაწილეობს რეფორმის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.

პროფესიული გამოცდილება

2015-2017: იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს იურისტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2014-2015: სპეციალური წარმომადგენელი -  საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი;

2012-2014: სპეციალისტი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

განათლება

2016-დღემდე: იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2015: სისხლის სამართალის მაგისტრი - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა;

2007-2011: სამართლის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
ლიკა ჯალაღანია

ლიკა ჯალაღანია

პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

ლიკა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის ივნისიდან გახდა. ის თანასწორობის პროგრამის ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია. მისი საქმიანობის ჩამონათვალშია: ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ადვოკატირების განხორციელება; საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობის ცვლილების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და ლგბტქი ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; საერთაშორისო ადვოკატირების განხორციელება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის მეშვეობით.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ადვოკატირების კოორდინატორი და მკვლევარი - USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში „გენდერული დისრკიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში“;

2013 – 2015: იურისტ-მკვლევარი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხებზე - არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ლიკა ასევე, ლგბტქი საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
ეთო გვრიტიშვილი

ეთო გვრიტიშვილი

იურისტი/მკვლევარი

ეთო EMC-ის გუნდის წევრი  2015 წლის ივლისიდან გახდა. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს სტრატეგიული საქმეების წარმოება საერთო სასამართლოებში მნიშვნელოვანი პრეცედენტების შექმნის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა ჯგუფის(არადომინანტი რელიგიური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების, ლგბტი ადამიანების) უფლებების დაცვას, თანასწორ განვითარებას და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების სამართლებრივ აღიარებას და განმტკიცებას. ის, ასევე მუშაობს კვლევების, ანგარიშებისა და სხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაზე.

პროფესიული გამოცდილება

2015: იურისტი - თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში;

2013-2015: იურისტი - არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;

2013 წლამდე სამართლის მიმართულებით სტაჟირება გაიარა კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

განათლება

2014-2016: საჯარო სამართალი (მაგისტრატურა)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2010-2014: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრიატი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“
  • სათაურებზე გადასვლის მიზნით გამოიყენება ღილაკი „h“, ხოლო „shift+h“ ასევე უკან დასაბრუნებლად
  • ტექსტის შეყვანის ველებში ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „e“
  • სიითი ტიპის გვერდებზე ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „l“
  • ღილაკი “b” ღილაკებს შორის ნავიგაციას ემსახურება
  • „l“ გამოიყენება ბმულებს შორის ნავიგაციისთვის