14თებ

Cover image

 “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ (TI) ერთად გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - “დემოკრატიული რეფორმები უსაფრთხოების სექტორში”.

ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და უსაფრთხოების სექტორის ექსპერტებმა, შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, 2015 წლის შედეგად შექმნილი ახალი სამართლებრივი მოცემულობის შეფასების ხელშეწყობა და იმ კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა, რომელთა დროული რეფორმირების აუცილებლობაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და ექსპერტები თანხმდებიან და რაც აუცილებელია, უსაფრთხოების სექტორის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა
და ზედამხედველობის გასაძლიერებლად.