Library Image

მისამართი: ჭავჭავაძის გამზ.34; პიქსელის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი 0179

ტელეფონი: +995 32 2 91 38 70

ევროპის საბჭოსა და EMC-ის თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო და მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების გაძლიერებასა და მხარდაჭერას სწავლების სხვადასხვა ფორმებით. ასევე, ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული ბარიერების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და საჯარო დისკუსიის წახალისებას.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში EMC-იმ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ასევე იმუშავა პოლიტიკაში მოღვაწე ქალების გაძლიერების კუთხით. თანასწორობისა და  სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე მათი ცოდნისა და მგრძნობელობის გაძლიერების მიზნით ორგანიზაციამ შექმნა სადისკუსიო სივრცე აკადემიის, აქტივისტური ჯგუფებისა და ქალი პოლიტიკოსებისთვის, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების აღიარებასა და შეტანას ისახავდა მიზნად.