[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ორგანიზაციის შესახებ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. სოციალური გარდაქმნებისათვის EMC ქმნის და მხარს უჭერს  სოლიდარობის პლატფორმებს,  რომელიც აერთიანებს ემანსიპატორულ პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფებს, აქტივისტებს, ორგანიზაციებს.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის, ჩაგვრის სტრუქტურული მიზეზების გამოვლენას, მათ კრიტიკულ ანალიზსა და უფლებადაცვითი ინსტრუმენტებისა და აქტივისტური ბრძოლის მეთოდების გამოყენებით არსებული პოლიტიკის შეცვლას.

ჩვენ გვჯერა თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების; სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობაზე ორიენტირებული, კეთილდღეობის ხელშემწყობი სახელმწიფოს იდეის.

ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკურ მონაწილეობაზე დაფუძნებული ინკლუზიური და სამართლიანი დემოკრატიული სისტემების დამკვიდრებისთვის.

ორგანიზაციას ოთხი პროგრამული მიმართულება აქვს და თანადროულად მუშაობს სოციალური პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის და კრიტიკული პოლიტიკის საკითხებზე.

  • სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა; 
  • თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მიზანია სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული უფლებრივი, პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა ჩაგრული ჯგუფებისთვის;
  • მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მქონე მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა;
  • კრიტიკული პოლიტიკის პროგრამის მიზანია მემარცხენე კრიტიკულ მიდგომაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება თეორიისა და პრაქსისის სინთეზის მეშვეობით.

 

EMC საქმიანობის ძირითადი ინსტუმენტებია - კვლევა, ადვოკატირება, სტრატეგიული სამართალწარმოება, სწავლება. საკუთარ საქმიანობაში ის სოციალური ჯგუფების მონაწილეობის და მობილიზაციის მიდგომებს იყენებს და ცდილობს მოახდინოს მათი  წუხილების, საჭიროებებისა და მოთხოვნების შემოტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მათი მხარდაჭერა.   

ორგანიზაციას ჰორიზონტალური და დემოკრატიული მართვის პოლიტიკა აქვს და მას პროგრამის დირექტორების საბჭო მართავს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ორგანიზაცია მისი თანამშრომლების - ორგანიზაციის გუნდის  მონაწილეობით იღებს. ამ ეტაპზე EMC აქტიურად მუშაობს მის სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებასა და ორგანიზაციის მართვის მოდელისა და სტრუქტურის ინსტიტუციონალიზაციაზე.

 

 

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“
  • სათაურებზე გადასვლის მიზნით გამოიყენება ღილაკი „h“, ხოლო „shift+h“ ასევე უკან დასაბრუნებლად
  • ტექსტის შეყვანის ველებში ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „e“
  • სიითი ტიპის გვერდებზე ნავიგაციის მიზნით გამოიყენება ღილაკი „l“
  • ღილაკი “b” ღილაკებს შორის ნავიგაციას ემსახურება
  • „l“ გამოიყენება ბმულებს შორის ნავიგაციისთვის